ლილიან მორი პასკიე​ -  უკრაინას აქვს ვალდებულება, შესთავაზოს ასამბლეას, დააკვირდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს
ლილიან მორი პასკიე​ -  უკრაინას აქვს ვალდებულება, შესთავაზოს ასამბლეას, დააკვირდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე​ წუხილს გამოთქვამს უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც 21 ივლისს, უკრაინაში დაგეგმილ საპარალამენტო არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს არ მიიწვევენ.

„ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ უკრაინა, როგორც ევროსაბჭოს წევრი, ასამბლეის მონიტორინგის ქვეშაა და მას აქვს ვალდებულება შესთავაზოს ასამბლეას დააკვირდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწვევა გააუქმა, ამის მიზეზი კი გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც რუსეთი ორგანიზაციაში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დააბრუნეს.

დატოვე კომენტარი