ლილარდის 34 ქულით „პორტლენდმა“ გასვლითი მოგებით დაიწყო „დენვერთან“ სერია [ვიდეო] #1TVSPORT
ლილარდის 34 ქულით „პორტლენდმა“ გასვლითი მოგებით დაიწყო „დენვერთან“ სერია [ვიდეო] #1TVSPORT

პლეი-ოფის პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩში „პორტლენდმა“ მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა დასავლეთის მესამე გუნდი „დენვერი“ და სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

„ბლეიზერსმა“ თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედის ბოლოს შეიტანა, როცა 8:0 გაქცევის შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თამაშის ბედი კი თავის სასარგებლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა მეოთხე მეოთედში 11:0 გაქცევა მოაწყო და 15 ქულით გავიდა წინ.

სტუმრებმა ძალიან კარგად ისროლეს სამქულიანები – თითქმის 50-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდათ (40-დან 19). ხუთი სამქულიანი ჩააგდო დემიენ ლილარდმა, ოთხ-ოთხი კარმელო ენტონიმ და ანფერნი სიმონსმა.

 

დენვერი-პორტლენდი 109:123 (30:35, 31:23, 25:38, 23:27)

: იოკიჩი (34+16 მოხსნა), პორტერი (25+9 მოხსნა), გორდონი (16+8 მოხსნა), კამპაცო (8), რივერსი (6) – სასტარტო; მორისი (10), ჰოვარდი (7), მილსეპი (3), გრინი (0).

: ლილარდი (34+13 პასი), მაკოლუმი (21), ნურკიჩი (16+12 მოხსნა), პაუელი (10), კოვინგტონი (8) – სასტარტო; ენტონი (18), საიმონსი (14), კანტერი (2).

სერია: 1-0