ლიგა2-მაც დაიწყო - „სამგურალი“ მოედანს დაუბრუნდა
ლიგა2-მაც დაიწყო - „სამგურალი“ მოედანს დაუბრუნდა

წყალტუბოს „სამგურალმა“ იძულებითი პაუზის შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. გუნდის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა რამდენიმე ჯგუფად ივარჯიშა – ინფორმაციას „სამგურალის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.

ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. საწვრთნელო პროცესში გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის „სიონის“ ოფიციალურმა გვებგვერდის მიერ გავრცელებული ცნობის მხიედვით, ლიგა 2, სავარაუდოდ ივლისში განახლდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონატის ფორმატი, შეიცვალა და 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 წრედ ჩატარდება. ჩატარებული ორი ტური ჩაითვლება და გათამაშება მესამე ტურიდან განახლდება.