ლიგა2-ის პლეიოფში სტუმრებმა გაიმარჯვეს
ლიგა2-ის პლეიოფში სტუმრებმა გაიმარჯვეს
დღეს პლეი ოფის პირველი თამაშები გაიმართა. ერთმანეთს ლიგა 2-ის აუტსაიდერები და ლიგა 3-ის მეორე-მესამე პოზიციაზე გასული გუნდები დაუპირისპირდნენ.
 
დუშეთის „არაგვმა“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მეცხრე წუთზე ლანჩხუთელთა განელმა ნახევარმცველმა ემანუელ იაგრიმ გაიტანა.
ასევე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე, სადაც „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. წყალტუბოელებიდან გოლები გაიტანეს ლევან კაკულიამ (6), ილია ახვლედიანმა (37) და ლაშა კუჭუხიძემ (77).
განმეორებითი მატჩები გამარჯვებული გუნდების სტადიონზე 10 დეკემბერს გაიმართება და ცხადია, ფავორირები „გურია“ და „სამგურალი“ არიან
ეროვნული ლიგის ორი ადგილისთვის პლეი ოფის პირველი მატჩები ხუთშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება: „თელავი“ „რუსთავს” „გივი ჩოხელი – არენაზე“ შეხვდება, ხოლო ბოლნისის „სიონი“ „სამტრედიას“ „თამაზ სტეფანიაზე“ უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.