ლიგა 2 - ტური უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო
ლიგა 2 - ტური უხვგოლიანი მატჩებით დაიწყო

ეროვნულ ლიგა2-ში მეხუთე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც უხვგოლიანები გამოდგა.

მარტვილის „მერანმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მესამე წუთზე ვანო წილოსანის გოლით დაწინაურდა. თუმცა, თომა ტაბატაძისა (მე-20 წუთი) და გიორგი ხარებაშვილის (25) გოლებით სტუმრები 22 წუთში დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, „რუსთავმა” უპირატესოვა ვერ შეინარჩუნა – 90+4-ე წუთზე, მარტვილელთა შემტევმა ამირან როხვაძემ სტუმართა კარი მეორედ აიღო და „მერანს“ ქულა შეუნარჩუნა – 2:2.

„გაგრამ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა. თუმცა, სტუმრები საკმაოდ კარგად გამოიყურებდონენ და ასეთი ანგარიშით მათ დამარცხებაზე არაფერი მიუთითებდა. ბოლნისელთათვის ყველაფერი 73-ე წუთზე შეტრიალდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა გულვერდ თომაშვილს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდსან გააძევა. „გაგრამ“ ანგარიში 84-ე წუთზე გახსნა – „სიონის“ კარი ბაქარ ლაღაძემ აიღო, რომელმაც სამ წუთში დუბლი შეასრულა, ხოლო 90+2-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „გაგრას“ სასარგებლოდ.

მეხუთე ტურის დარჩენილი მატჩები 27 და 28 ივლისს გაიმართება:

ორშაბათი, 27 ივლისი

ვიტ ჯორჯია – სამგურალი

18:00. „დავით პეტრიაშვილი – არენა”თბილისი

შუქურა – შევარდენი 1906

18:00. „ჩელე არენა – არენა“. ქობულეთი

სამშაბათი, 28 ივლისი

დინამო ზგ – არაგვი

18:00. „ცენტრალური სტადიონი“. განმუხური