კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდი, მწვრთნელი და მოთამაშე ცნობილია – შეფასებები ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
4-4-2 სათამაშო სქემით შედგენილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
ბექა ქურდაძე („გაგრა“), ოლეკსეი მაიდანევიჩი („შევარდენი 1906“), ანტონ თოლორდავა („თელავი“), გიორგი ჯგერენაია („სამტრედია“), რაფაელ ჩუკურვა (თბილისის „მერანი“) – დმიტრო პუდი („თელავი“), გიორგი კურმაშვილი (ქობულეთის „შუქურა“), დათა სიჭინავა („ცხინვალი“), ირაკლი რუხაძე („თელავი“), გიორგი ივანიაძე („შევარდენი 1906“), გიორგი ნიქაბაძე (თბილისის „მერანი“).
წრის საუკეთესო მწვრთნელად „თელავის“ მთავარი მწვრთნელი დენის ხომუტოვი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად – თბილისის „მერანის“ ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკვურა, რომელიც ხუთი გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირებშია.