ლიგა 2-ში „სიონი“ გალიდერდა - „გაგრა“ პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ლიგა 2-ში „სიონი“ გალიდერდა - „გაგრა“ პირველად დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა, ხოლო „გაგრამ“, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო, ქულები პირველად დაკარგა.

გაგრა – ვიტ ჯორჯია – 0:2

ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და ორი გოლის გატანა მოახერხეს. ირაკლი ზარიძემ 58-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ზურაბ სეხნიაშვილმა 72-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 87-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „გაგრას“ შემტევი გურამ სამუშია გააძევა.

მერანი თბ – ჩიხურა 2:0

თბილისის სპაერის სტადიონზე თბილისის „მერანმა“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და უკვე მეექვსე წუთზე გოგი ფილიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა. ფიფიას 61-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო მეორედ შეასრულა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე იაგო დეისაძემ დააფიქსირა და „მერანმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შევარდენი 1906 – სიონი 0:2

კასპის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ბოლნისის „სიონმა“ მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. 31-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ 11-მეტიანის ნიშნულიდან „სიონი“ დააწინაურა. 54-ე წუთზე კი ნიკა ხორხელმა სიონის მაისურით პირველი გოლი გაიტანა და ბოლნისელები სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

თ. ქ.

1. სიონი – 3 9

2. გაგრა – 3 6

3. დინამო ზგ – 3 6

4. მერანი მრ – 3 6

5. ვიტ ჯორჯია – 3 5

6. მერანი თბ – 3 4

7. გარეჯი 2 1

8. შევარდენი 3 1

9. ჩიხურა 3 1

10. რუსთავი 2 0