ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა - „შუქურამ“ კონკურენტს დიდი სხვაობით გაასწრო #1TVSPORT
ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა - „შუქურამ“ კონკურენტს დიდი სხვაობით გაასწრო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა – მე-18 ტურის შეხვედრები თბილისსა და საგარეჯოში გაიმართა და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.

გარეჯი – სპაერი 2:0

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე „გარეჯმა“ თბილისის „სპაერს“ უმასპინძლა და ლეგიონერების გოლით დამაჯერებლად დაამარცხა. 38-ე წუთზე სამხრეთაფრიკელმა იან ჩიკოჰვამ ანგარიში გახსნა, ხოლო მეორედ სტუმართა კარი 83-ე წუთზე კოტ-დივუარელმა მუსტაფა კამატემ აიღო და ამ გამარჯვებით აუტსაიდერთა ზონას მოშორდა.

მერანი თბ – შუქურა 0:2

სპაერის“ სტადიონზე თბილისის „მერანმა“ გათამაშების ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის (0:0) შემდეგ ანგარიში 48-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა, ხოლო გია აფხაზავამ (76) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გათამაშების ლიდერმა (32 ქულა) კონკურენტ მარტვილის „მერანთან“ (22) უპირატესობა გაზარდა.