ლიგა 2 - მასპინძლები ვერ იგებენ
ლიგა 2 - მასპინძლები ვერ იგებენ

ეროვნული ლიგა 2-ში მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა – თამაშები უხვგოლიანი გამოდგა. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა ერთი მატჩიც ვერ მოიგეს.

„შევარდენი 1906“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:4

მუხიანის სპორტულ კომპლექსში გამართულ მატჩში „შევარდენი” მე-16 წუთისთვის 2:0-ს იგებდა – ანგარიში იგორ კოშმანმა მე-4 წუთი გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე დავით თარგამაძემ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. თუმცა, „ვიტ ჯორჯიამ” თამაშის გათანაბრება და მოგება მაინც მოახერხა – გოლები ლევან ბარაბაძის (22 წთ), ირაკლი ზარიძის (49), დავით კიკალიშვილისა (85) და ზურაბ მუსელიანის (90+2) ანგარიშზეა.

„სამგურალი” – „შუქურა 0:1

ქობულეთელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს და გალიდერდნენ. წყალტუბოში, ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრაში სტუმრები ირაკლი კომახიძემ 26-ე წუთზე დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„რუსთავი” – “სიონი” 2:2

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში „რუსთავმა” “სიონს” უმასპინძლა და ავთანდილ გუჯაბიძის გოლით დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში ბოლნისელები ზვიად სიხარულიასა და ლაშა უგრეხელიძის გოლებით წინ გავიდნენ. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ავთანდილ ენდელაძემ დააფიქსირა – 2:2.