ლიგა 2-ის წრის ფეხბურთელი სიჭინავაა, მწვრთნელი - მონიავა #1TVSPORT
ლიგა 2-ის წრის ფეხბურთელი სიჭინავაა, მწვრთნელი - მონიავა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშე, მწვრთნმელი და სიმბოლური გუნდი დაასახელა.

ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბოლნისის „სიონის“ კაპიტანი დათა სიჭინავა დაასახელეს, რომელმაც ჩემპიონატი მშვენიერი შედეგით დაასრულა – 20 გოლი +10 საგოლე გადაცემა.

წრის საუკეთესო მწვრთნელად მარტვილის „მერანის“ დამრიგებელი ცოტნე მონიავა აღიარეს, რომელმაც პროფესიულ დონეზე პირველივე სეზონში გუნდი ეროვნული ლიგის პლეი ოფში მოახვედრა.

ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: დავით კერესელიძე („გაგრა“)

მცველები: კიჭი მელიავა (მარტვილის „მერანი“), გია ჩადუნელი („გაგრა“), ზურაბ სეხნიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), ლევან ბარაბაძე („ვიტ ჯორჯია“)

ნახევარმცველები: გიგლა ბურკაძე (ზუგდიდის „დინამო“), თომა ტაბატაძე (ბოლნისის „სიონი“), დათ სიჭინავა (ბოლნისის „სიონი“)

თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი („ვიტ ჯორჯია“), შეიკნე სილა (მარტვილის „მერანი“), ნიკა ხორხელი (ბოლნისის „სიონი“)

3-3 ფეხბურთელი მოხვდა ჩემპიონ ბოლნისის „სიონიდან“ და „ვიტ ჯორჯიადან“, 2-2 – „გაგრადან“ და მარტვილის „მერანიდან“, ხოლო ერთიც – ზუგდიდის „დინამოს“ წარმოადგენს.