ლიგა 2-ის პლეი ოფი - „კოლხეთმა“ „რუსთავთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ლიგა 2-ის პლეი ოფი - „კოლხეთმა“ „რუსთავთან“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფში „რუსთავმა“ ფოთის „კოლხეთი 1913-ს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ფოთში, „ფაზისის არენაზე“ 11 დეკემბერს ჩატარდება. გამარჯვებული ეროვნული ლიგა 2-ში თამაშის უფლებას მიიღებს.

რუსთავში მოპოვებული ფრე ფოთის „კოლხეთს“ განმეორებით შეხვედრამდე მცირე უპირატესობას აძლევს. გუნდი პალეი ოფში გასულ წელსაც იბრძოდა, მაგრამ დამარცხდა, ახლა კი შანსის გამოყენებას შეეცედება. თუმცა, ეს შედეგი არ ნიშნავს, რომ „რუსთავს“ შანსები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის კიდევ ერთი წყვილის მატჩი გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა – „თბილისი სითიმ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.