ლიგა 1-მა დაითვალა - პსჟ მესის გარეშე უფრო მეტს იტანს და მეტ ქულას აგროვებს #1TVSPORT
ფრანგული ლიგა 1-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა „პარი სენ-ჟერმენის“ შედეგების შედარებითი მონაცემები ლიონელ მესით შემადგენლობაში და მის გარეშე.
„„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ მესიმ ყველა ტურნირზე 72 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ახლოს არის ლიგა 1-ის მეორე საჩემპიონო ტიტულთან.
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, სულაც არ არის უტყუარი ის ფაქტი, რომ გუნდი მისი მისვლის შემდეგ უფრო ძლიერი გახდა“, – წერია სტატიაში.
72 მატჩში არგენტინელ ფორვარდთან ერთად, გუნდმა 48 მატჩი მოიგო, 13-ჯერ წააგო და 11-ჯერ ფრედ ითამაშა. გაიტანა 169 გოლი და და 73 გაუშვა (სხვაობა – 96). დაგროვილი ქულების საშუალო რაოდენობა – 2.17. მატჩების საშუალო ანგარიში – 2.3:1.
მესის გარეშე პსჟ-მა 24 მატჩი ჩაატარა, მოიგო 17, 4 ფრედ ითამაშა და 3 წააგო. გაიტანა 58 გოლი, 23 გაუშვა (სხვაობა – 35). დაგროვილი ქულების საშუალო რაოდენობა – 2.29. მატჩების საშუალო ანგარიში – 2.4:1.
„როგორც ამ მონაცემებით ჩანს, პსჟ-ის ბოლო ორ სეზონში გუნდი მესის გარეშე ოდნავ უკეთესია, ვიდრე მესისთან ერთად. პსჟ საშუალოდ ოდნავ მეტს იტანს და ოდნავ მეტ ქულას აგროვებს“, – ასკვნის ლიგა 1-ის ვებგვერდი.