„ლიგ ოფ ლეჯენდსის“ (LoL) მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში სამი ჩინური, სამი კორეული და ორი ევროპული გუნდი იასპარეზებს | eSports
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული სპორტის – „ლიგ ოფ ლეჯენდსის“ (League of Legends), იმავე LoL-ის მსოფლიო ჩემპიონატზე (Worlds) პლეი-ოფის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.
ჯგუფური ეტაპი სამმა ჩინურმა, სამმა კორეულმა და ორმა ევროპულმა გუნდმა დაძლია. საგულისხმოა, რომ მეოთხედფინალში არც ერთი ჩრდილოამერიკული კლუბი არ ასპარეზობს.
პლეი-ოფში წყვილები ასე განაწილდა – ჩინური „ტოპ ისპორტსი“ (Top Esports) ევროპულ „ფანატიკს“ (Fnatic) შეხვდება, სრულად ჩინურია მეოთხედფინალის მეორე წყვილი – „სანინგი“ (Sunning) „ჯიდი გეიმინგის“ (GD Gaming) წინააღმდეგ. მეორე ევროპული გრანდი „ჯი თუ“ (G2) კორეულ „ჯენ ჯის“ (Gen-G) დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო წყვილი, მიხვდებოდით, რომ სრულად კორეულია და ერთმანეთს „დამვონ გეიმინგი“ (Damwon Gaming) და „დი არ ექსი“ (DRX) შეხვდებიან.
„ვორლდსის“ მეოთხედფინალური ეტაპი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე, კორეული წყვილის – „დამვონის“ და „დი არ ექსის“ დაპირისპირებით დაიწყება. „სამონერს ქაფის“ (Summoners Cup) მფლობელის ვინაობა ტურნირის ფინალურ დღეს, 31 ოქტომბერს გაირკვევა.