ლიეტუვის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერზე.
ლიეტუვის საგარეო უწყება ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ იქნება არაკანონიერი და ძალადაკარგული. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
#Lithuania firmly supports #Georgia’s territorial integrity within its internationally recognized borders. Any referendum by the occupied Tskhinvali region to unify with #Russia will be illegal & void. We call on the int’l community to actively support 🇬🇪 sovereignty & security.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) April 1, 2022