ლიეტუვის საელჩო​ - ლიეტუველებისთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი
ლიეტუვის საელჩო​ - ლიეტუველებისთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი

საქართველოში ლიეტუვის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიეტუველებისთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი.

„30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი – სამწუხაროდ, ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა – ორი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ლიეტუველებისთვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე.

ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ – მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.