ლიეტუვა აშშ-ისგან „ბლექ ჰავკის“ ტიპის ექვსი ვერტმფრენის ყიდვას გეგმავს
ლიეტუვა აშშ-ისგან „ბლექ ჰავკის“ ტიპის ექვსი ვერტმფრენის ყიდვას გეგმავს

ლიეტუვა აშშ-ისგან „ბლექ ჰავკის“ ტიპის ექვსი ვერტმფრენის ყიდვას გეგმავს. ეს შენაძენი ლიეტუვის ბიუჯეტს 300 მილიონი ევრო დაუჯდება. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოლაპარაკებები ამ საკითხზე უახლოეს პერიდოში დაიწყება.

ვერტმფრენებს ძირითადად სამძებრო-სამაშველო მისიებისთვის გამოიყენებენ. თუმცა ვერტმფრენებით სარგებლობა შეიარაღებულ ძალებსაც შეეძლებათ. ამჟამად ლიეტუვა რუსულ „მი-8“-ს და ევროპულ „ეიეს 365 დაუფინს“ იყენებს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ვერტმფრენების შეცვლა იმის გამო გახდა საჭირო, რომ რუსული ვერტმფრენებისთვის სათადარიგო ნაწილები მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა და ეს მომსახურება ძვირი ჯდებოდა.

ლიეტუვა აშშ-ისგან ვერტმფრენების შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელს 2020 წელს მოაწერს.