„ლიერსის“ თავდამსხმელი მიქაუტაძეზე - მან ყველა დარტყმა გოლად აქცია და იმედები მოგვიკლა
„ლიერსის“ თავდამსხმელი მიქაუტაძეზე - მან ყველა დარტყმა გოლად აქცია და იმედები მოგვიკლა

ბელგიის პირველ დივიზიონში „სარაინთან“ საშინაო მარცხის (2:5) შემდეგ „ლიერსის“თავდამსხმელმა, ემილ სამინმა მეტოქე გუნდზე ილაპარაკა და განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია.

„ჩვენ მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე პირველად დავმარცხდით. თანაც ეს ძალიან მტკივნეული მარცხი იყო. ლიგის საუკეთესო ბომბარდირ მიქაუტაძის სახით, „სერაინგს“ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კარგად თამაშობს და მეტოქეებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“, – ამბობს ბელგიურ გამოცემა Het Laatste Nieuws -თან ინტერვიუში სამინი.

მეხუთე ტურში „სერაინგი“ „ლიერსს“ ესტუმრა და 5:2 გაიმარჯვა. ამაში კი დიდი როლი სწორედ 19 წლის ქართველმა თავდამსხმელა ითამაშა – გიორგიმ ჰეთ-ქრიქი შეასრულა. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.

ლიერსის“ თავდამსხმელი საფრანგეთში დაბადებული ქართველის საგოლე ალღოთი აღტაცებას ვერ მალავს.

„ეს ბიჭი ბურთს რომ მიიღებს, ლამის ყველას იტანს. ამ დღეებში. მას შემდეგ, რაც სხვაობა 1:2-მდე შევამცირეთ, იმედი დაგვიბრუნდა, მაგრამ მერე მესამე გაგვიტანეს, მიქაუტაძემ კი მეოთხე გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა. მან „ლიერსის“ იმედი მოკლა“, – თქვა ემილ სამინმა.