ლიემ ბრეიდი - იტალიური ფეხბურთისთვის კარგი იქნება, თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონი ვერ გახდება
ლიემ ბრეიდი - იტალიური ფეხბურთისთვის კარგი იქნება, თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონი ვერ გახდება

ირლანდიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ნახევარმცველ ლიემ ბრეიდის აზრით, იტალიური ფეხბურთისთვის სასარგებლო იქნება, თუ ჩემპიონობას „ბებერი სინიორა“ რომელიმე სხვა გუნდს „დაუთმობს“. ბრეიდი, რომელიც 1980-82 წლებში თამაშობდა ტურინულ გრანდში, მიიჩნევს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად – რთული განსახორციელებელი.

„მაგალითად, „ლაციო“ არსაიდან გამოჩნდა. არა მგონია, ვინმეს ოდესმე ჰქონოდა იმედი, რომ ეს გუნდი ტიტულისთვის იბრძოლებდა. იტალიური ფეხბურთისთვის ნამდვილად კარგი იქნება, ჩემპიონი რომ ვინმე სხვა გახდეს, თუმცა მგონია, რომ, რაც არ უნდა გაძლიერდნენ სხვა გუნდები, „იუვენტუსი“ მაინც ყოველთვის მოიგებს“, – ამბობს ბრეიდი.

ირლანდიელმა კარიერა ლონდონის „არსენალში“ 1973 წელს დაიწყო, მომდევნო წლებში კი ისეთი გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „იუვენტუსი“, „სამპდორია“ და „ინტერი“.