ლიბანში აფეთქების გამო დაწყებული აქციების ფონზე ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ლიბანში აფეთქების გამო დაწყებული აქციების ფონზე ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლიბანში, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე ორი მინისტრი გადადგა. კერძოდ, თანამდებობა დატოვეს ლიბანის გარემოს დაცვის მინისტრმა დამიანოს კატარმა და ინფორმაციის მინისტრმა მანალ აბდელ სამადმა. მათ მთავრობა რეფორმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს და მას მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისის გამო პასუხისმგებლობა დააკისრეს.

ბეირუთში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამასთან, მომიტინგეთა ჯგუფი ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში შეიჭრა.

დემონსტრანტები ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობას დაუდევრობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ. პორტში მომხდარ აფეთქება 158 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.