ბეირუთში პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ბეირუთში პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბეირუთში პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს და პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

არეულობა ლიბანის დედაქალაქში უკვე ორი დღეა, გრძელდება. დემონსტრანტები ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავრობას დაუდევრობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ. პორტში მომხდარ აფეთქება 158 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი კი დაშავდა.