ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი და გოლების წვიმა „შტუტგარტის“ კარში - „ბაიერნმა“ მეტოქე გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში „მიუნხენის ბაიერნმა“ „შტუტგარტს“ უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მე-12 წუთზე ალფონსო დეივისმა წითელი ბარათი მიიღო და მიუნხენელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ.
ამის მიუხედავად, „ბაიერნმა“ მატჩის საბოლოო ანგარიში (4:0) პირველ ტაიმშივე დააფიქსირა.
ბრწყინვალედ ითამაშა „ბაიერნის“ პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც „შტუტგარტს“ სამი ბურთი გაუტანა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.