„ბაიერნი“ დაითანხმეს - ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში წასვლის უფლება მიიღო და ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ დაითანხმეს - ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში წასვლის უფლება მიიღო და ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT

პოლონეთის ფეხბურთის კავშირმა მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია და ორივე გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი ინგლისის წინააღმდეგ გასამართ მატჩში მშობლიურ ნაკრებს დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრესსამსახურის უფროსმა, იაკუბ კვიატკოვსკიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მიუნხენელები მოლაპარაკების პირველ ეტაპზე წინააღმდეგები იყვენენ, რომ პოლონეთის ნაკრებში ლევანდოვსკი გაეშვათ, რადგან ამ უკანასკნელმა გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, კარანტინი უნდა გაიაროს.

ინგლისი-პოლონეთის მატჩი 31 მარტს ლონდონში გაიმართება.

დატოვე კომენტარი