სენსაციურ ამბავს ავრცელებს ბრიტანული გამოცემა The Sun-ი. გამოცემის მტკიცებით, „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ოკეანის გაღმა, „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ აპირებს კარიერის გაგრძელებას.
Sun-ის ცნობით, მანამდე პოლონელი ფეხბურთელის მეუღლემ გამოთქვა ლოს ანჯელესში ცხოვრების სურვილი და ეს გახდა 29 წლის ფორვარდის ამგვარი გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 20 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 გოლი და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.