ცნობილმა პორტალმა FourFourTwo-მ შეადგინა საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი, რომლებიც ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობენ.
სიას სათავეში ჩაუდგა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც გასულ სეზონში 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა, ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
- ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
- კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
- რომელუ ლუკაკუ (ინტერი)
- სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი)
- ქარიმ ბენზემა (რეალი)
- რაულ ხიმენესი (ვულვზი)
- ლუის სუარესი (ატლეტიკო)
- ჯეიმი ვარდი (ლესტერი)