ლევანდოვსკი - კიმიხს შეუძლია, რომ საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი გახდეს
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თანაგუნდელ ჯოშუა კიმიხზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„თუ ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელებზე ვილაპარაკებთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კიმიხი უნდა ვახსენოთ, – ციტირებს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს Sport Bild. – ჯოშუა კიმიხს შეუძლია, რომ საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი გახდეს.
გერმანიაში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული ტალანტს როგორ გამოიყენებენ“.
მიმდინარე სეზონში ჯოშუა კიმიხმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.