ბუნდესლიგამ 2019-20 წლების გათამაშების დასკვნითი ტურის წინ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. ეს არის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო.
31 წლის პოლონელი თავდამსხმელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია – მან 30 მატჩში 33 გოლი გაიტანა. „ბაიერნთან“ ერთად ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონი გახდა.
ფორვარდმა პირველად მოიპოვა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა „დორტმუნდის“ შემტევი ჯეიდონ სანჩო, მესამეზე – „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი.