მაკედონიური „ვარდარის“ ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური კლუბის ფეხბურთელი აღარ არის.
მაკედონიელები ამტკიცებდნენ, რომ 25 წლის ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, „სკოპიეს“ გუნდმა კი ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ შესთავაზა.
თუმცა, ფეხბურთელის მენეჯერი ლევან ზუხბაია პირველ არხს განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის.
მისი თქმით, „ვარდარიდან“ წამოსვლა თავად ჯიღაურმა ისურვა.
„კონტრაქტი დასრულდა და მაკედონიელებმა ჯაბას განახლებული ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს. უბრალოდ, ჯაბა „ვარდარიდან“ თავად წამოვიდა, რადგან უკეთესი დონის ჩემპიონატში წასვლა სურს და საკმაოდ საინტერესო ვარიანტებიც აქვს, რომელზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს. ლაპარაკია სერბეთის, ხორვატიისა და მეორე ბუნდესლიგის გუნდებზე“, – აცხადებს ზუხბაია.