ლევან ყენია - თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, „საბურთალოს“ ზაგრებში დავეხმარები
ლევან ყენია - თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, „საბურთალოს“ ზაგრებში დავეხმარები
„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ზაგრების „დინამოს“ ხვალ, 30 ივლისს გამართავს.
 
საქართველოს მოქმედი ჩემპიონს ხორვატიაში ახალწვეული ახლავს – საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა საკუთარ მდგომარეობასა და ხორვატებთან მომავალ დაპირისპირებაზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.
„გამიხარდა, „საბურთალოში“ ოფიციალურად რომ ჩავირიცხე და თამაშის უფლება მივიღე. მთავარი ისაა, რომ ჯანმრთელად ვარ და შემიძლია, გუნდს დავეხმარო. უთამაშებელი ვარ, მაგრამ არა უვარჯიშებელი – გუნდში ტირასპოლის ”შერიფთან” შეხვედრამდეც ვვარჯიშობდი და თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, გუნდს დავეხმარები. ზაგრებში რთული მატჩი გველსი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ საჩვენო შედეგსი დაფიქისრებას შევძლებთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან ყენია.
ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 30 ივლისს თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.