29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე ხუთი წუთის შესული იყო, როდესაც მასპინძლებს ეფექტური გოლი გაუტანა და განმეორებით შეხვედრამდე „საბურთალო“ „არარატ-არამენიასთან“ ფავორიტი გახადა.
საქართველოს ნაკრებში ნათამაშევი ნახევარმცველი თვლის, რომ ჯერ ამ წყვილის გამარჯვებულზე ლაპარაკი ნაადრევია: „ეს შეხვედა ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო და „საბურთალოსთვისაც“. იგივეს ვიტყვი გოლზე, რომელიც ჩვეულებრივზე ორმაგად გამიხარდა. „არარატ-არმენია“ ცუდი გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ მთავრია, მეორე შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგოთ, ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით დაპირისპირებას 14 აგვისტოს თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს .ამ გუნდებში გამარჯვებული ევროპალიგის პლეიოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „კალიუს“ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.