ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ერთი პირი გამოკითხეს
ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ერთი პირი გამოკითხეს

ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოიკითხა.

აბაშიძეს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოწმის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განმარტებით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისივე თქმით, გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.