ლევან თარხნიშვილი - ვერ ვიხსენებ ირაკლი შოთაძის ღირსეულ გადაწყვეტილებებს, თუმცა მახსენდება დარღვევები, რამაც თანამდებობიდან წასვლა აიძულა 
ლევან თარხნიშვილი - ვერ ვიხსენებ ირაკლი შოთაძის ღირსეულ გადაწყვეტილებებს, თუმცა მახსენდება დარღვევები, რამაც თანამდებობიდან წასვლა აიძულა 

ვერც მის რეფორმებს ვიხსენებ და ვერც ღირსეულ გადაწყვეტილებებს, სამაგიეროდ მახსოვს დარღვევები, რომელიც მის დროს იყო და რამაც აიძულა, თანამდებობიდან წასულიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, ირაკლი შოთაძის შესაძლო მობრუნების მცდელობა „ქართულ ოცნებაში“ კრიზისზე მიუთითებს.

„რაც შეეხება ირაკლი შოთაძის მობრუნებას, ეს ორი რამის მაჩვენებელია, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორ უპრინციპო ადამიანებთან გვაქვს საქმე და ეს ახალი არ არის, მეორე, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვან კრიზისშია „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი. წრე, რომელსაც ის ენდობა, უკიდურესად ვიწროა. რაც მთვარია, იმ ადამიანების რაოდენობაც შემცირდა, ვისაც სურვილი აქვს, ამ მთავრობაში თანამდებობა დაიკავოს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ არ უნდა ავიდეს ხომალდზე, რომელიც ჩასაძირად არის განწირული“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარედგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა დღევანდელი დღის ჩათვლით გრძელდება.