ლევან სურგულაძე - „ფიტჩი“ საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებს
ლევან სურგულაძე - „ფიტჩი“ საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ ვარაუდობს, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. მის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც „ფიტჩის“ შეფასებას გამოეხმაურა.

სურგულაძის თქმით, უახლოეს წლებში საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა შეიქმნება.

ფიტჩის“ რეიტინგში აისახა საქართველოს ბოლოდროინდელი რეფორმები, მათ შორის რეფორმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ. უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად,  ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნა სურგულაძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ  „ფიტჩის“ რეიტინგის მიხედვით საპენსიო რეფორმა – საპნესიო ფონდის შექმნა ძალიან დადებით არის  შეფასებული. მისი შეფასებით, „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს წინსვლას პირდაპირი გავლენა ექნება ქვეყნის მთავარი გამოწვევის, სიღარიბის დაძლევაზე.