ლევან შონია - სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება 
ლევან შონია - სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ სამი სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება.

როგორც ლევან შონიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა, ამჟამად სოფელ ჭუბერთან მისასვლელი გზა მთლიანად ჩამოშლილია.

მისივე თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

„სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია, არც ერთ ადამიანი არ არის დაშავებული. ადიდებულმა მდინარემ სამი სახლი წაიღო, საფრთხე კიდევ ორ სახლს ემუქრება. ამჟამად, ტექნიკა არის მობილიზებული ჭუბერის შემოსასვლელში, სადაც უახლოეს პერიოდში აღვადგენთ გზას. რაც შეეხება სამაშველო სამსახურებს, ყველა ადგილზეა, დამატებითი ძალები, მაშველების 110 კაციანი ჯგუფი ზუგდიდიდან მოდის. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სრულად ვაკონტროლებთ მდგომარეობას”, – განაცხდა ლევან შონიამ.

მისივე თქმით, ხეობაში ორი ვეებერთელა მთის კედელი ჩამოშალა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.