ლევან რატიანი - კახი კავსაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა
ლევან რატიანი - კახი კავსაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა და შესაძლოა, მსახიობი ხვალ თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანონ.

„რაც შეეხება ბატონ კახის მდგომარეობას, ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა თერაპიულ განყოფილებაში“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რატიანის თქმით, კლინიკაში 141 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 60 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება,  15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს.