კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„დიახ, ჩვენთან არის მოთავსებული, მძიმეა მდგომარეობა. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი ხვალ გაკეთდება.

დატოვე კომენტარი