საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ახალი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ლევან ნოზაძეს 57 დელეგატიდან, ადგილზე მყოფნა 45-მა ხმის მიცემის მქონე სუბიექტმა დაუჭირა მხარი. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე – უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირინე გულიაშვილი დაიკავებს.
დღესვე აირჩიეს საპატიო პრეზიდენტიც, რომელიც სლავა შერაზადიშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2020-2024 წლებში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი იყო.