გიორგი ათაბეგაშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის სამართლიანი თამაშის კომისიის თანაპრეზიდენტი გახდა #1TVSPORT
გიორგი ათაბეგაშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის სამართლიანი თამაშის კომისიის თანაპრეზიდენტი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის სამართლიანი თამაშის კომისიის თანაპრეზიდენტი გახდა.

„სამართლიან თამაშს სპორტში შეუძლია გაერთიანოს ერები, რელიგიები და კულტურები. სამართლიანი თამაშის პრინციპით სპორტში მოღვაწე თითოეულ ინდივიდს დღევანდელ საზოგადოებაში კატალიზატორის როლი ენიჭება – იგი ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.

ევროპის ძიუდოს კავშირის FAIR PLAY-ის კომისია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს სპორტისა და განათლების სფეროზე, ძიუდოს ეროვნულ და საერთაშორისო ფედერაციებზე, პროფესიონალ სპორტსმენებზე, მოზარდებზე და მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებზე.

ჩვენი გეგმაა, ყველა დიდ ღონისძიებაზე გვქონდეს სპეციალური FAIR PLAY აქტივობა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნისთვის შევიმუშავებთ სპეციალურ სტრატეგიას – მიმდინარე საჭიროებებისა თუ ტენდენციების მიხედვით.

სამართლიანი თამაშის აქტებისადმი პატივისცემისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, სამართლიანი თამაშის კომისია ყოველწლიურად მიანიჭებს განსაკუთრებულ დიპლომებს იმ პიროვნებებს, რომლებიც დაიცავენ ამ ღირებულებებს და სამართლიანი თამაშის ელჩები იქნებიან“, – განუცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა ერთ-ერთ ქართულ სპორტულ გამოცემას.