პოლონეთის ქალაქ ლოძში დასრულდა ACA პრომოუშენის მორიგი ქარდი. ACA 114-ზე ორმა ქართველმა მებრძოლმა იასპარეზა.
ორგანიზაციაში ბრწყინვალე დებიუტი იზეიმა რაულ თუთარაულმა. ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელი დრაგოლიუბ სტანოევიჩი 14 წამში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.
ლევან მაყაშვილი კი რუმინელ აურელ პირტეას დაუპირისპირდა. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მაყაშვილი მცირე უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება რუმინელს მიანიჭეს.