რაულ თუთარაულს ახალ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლის მოსაგებად 14 წამი დასჭირდა

22:56, 26.11.2020

პოლონეთის ქალაქ ლოძში ამ წუთებში ACA პრომოუშენის მორიგი ქარდი მიმდინარეობს. ACA 114-ზე ორი ქართველი მებრძოლი წარსდგება.

რამდენიმე წუთის წინ ორგანიზაციაში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა რაულ თუთარაულს. ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელი დრაგოლიუბ სტანოევიჩი 14 წამში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.

სულ მალე ლევან მაყაშვილი რუმინელ აურელ პირტეას შეხვდება. ჩვენებურის მეტოქის სტატისტიკა შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება – 22 გამარჯვება და 11 მარცხი. ლევანის სტატისტიკა MMA-ში კი არის – 17 მოგება, 3 მარცხი და 1 ფრე.

მსგავსი