ორი ქართველი ერთ ქარდზე - ლევან მაყაშვილი და რაულ თუთარაული დღეს პოლონეთში იბრძოლებენ
ორი ქართველი ერთ ქარდზე - ლევან მაყაშვილი და რაულ თუთარაული დღეს პოლონეთში იბრძოლებენ

პოლონეთის ქალაქ ლოძში დღეს ACA პრომოუშენში ქართველი გულშემატკვრებისთვის ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგება. ACA 114-ზე ორი ქართველი მებრძოლი გავა ოქტაგონზე.

ლევან მაყაშვილი რუმინელ აურელ პირტეას შეხვდება. ჩვენებურის მეტოქის სტატისტიკა შერეულ ორთაბრძლებში ასე გამოიყურება – 22 გამარჯვება და 11 მარცხი. ლევანის სტატისტიკა MMA-ში კი არის – 17 მოგება, 3 მარცხი და 1 ფრე აქვს.

ACA-ის ორგანიზაციაში დღეს სადებიუტო ბრძოლას გამართავს რაულ თუთარაული. 28 წლის ქართველი სპორტსმენი ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოიევიჩს დაუპირისპირდება.