ლევან მაისაშვილი - ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, საქართველოს ნაკრები ბრძოლას არასდროს შეწყვეტს #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, საქართველოს ნაკრები ბრძოლას არასდროს შეწყვეტს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. საფრანგეთში „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნალმა, ლევან მაისაშვილმა გამოცემა RugbyPass-თან მომავალ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მიზნებსა და მოლოდინებზე ილაპრაკა.

„გპირდებით, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ტიერ 1-ის ნაკრებს დაამარცხებს. ეს შეიძლება ჩემი მხრიდან ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ჩვენ გვინდა ამის გაკეთება. თუ სპორტულ მხარეს შევხედავთ, ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ მიღწეულ წარამტებებს ვერავინ უარყოფს.

მწვრთნელი ვარ და შესაძლებლობები მჭირდება, გვსურს, რომ ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშოთ, განვვითარდეთ, მაგრამ როდის მივიღებთ ასეთ შესაძლებლობას, ამას სხვები წყვეტენ. უნდა გამოინახოს გზები, ვინაიდან საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის ძლიერ გუნდებთან თამაში სჭირდება.

ჩვენი გუნდი პროგრესირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით იტალიისა და უელსის ნაკრებების დამარცხებას. ეს გამარჯვებები ყოველთვის ტკბილად გაგვახსენდება, მაგრამ წინსვლა და განვითარება გვინდა.

ქართველი მორაგბეები ყოველთვის თამაშობდნენ და ახლაც თამაშობენ ძლიერ კლუბებში. წარმატებას აღწევს პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“, გვყავს ძლიერი ასაკობრივი ნაკრებები, ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ საქართველოში რაგბის დიდი მომავალი აქვს.

მრავალფეროვანი თამაშის გარეშე თანამედროვე რაგბიში წარმატებას ვერ მიაღწევ. დღევანდელ მოთხოვნებისთვის ფეხი რომ ვერ აგვეწყო, ვერ მოვიგებდით იტალიასა და უელსთან. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ამასთანავე, შევძლოთ თანამედროვე ტენდენციებთან ადაპტირებაც.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი იდენტობა ყოველთვის იყო ბრძოლა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ეს რაგბის თამაშშიც გვეხმარება.

იტალიის ნაკრების დამარცხებამდე სულ გვეუბნებოდნენ, თუ მათ მოვუგებდით, ეს ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის მკაფიო სიგნალი იქნებოდა. ტიერ 1-ის ორი ქვეყანა დავამარცხეთ და რა იქნება შემდეგ? ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: გამოვნახავთ გზას განვითარებისთვის, საქართველოს ნაკრები ბრძოლას არასდროს შეწყვეტს“.