ლევან კუტალია: მიხარია, რომ სუპერთასზე გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანე
ლევან კუტალია: მიხარია, რომ სუპერთასზე გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანე

ლევან კუტალიამ საჩხერეს „ჩიხურას“დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ სუპერთასის შეხვედრის ბოლო წამზე გაუტანა და ქუთაისის „ტორპედოს“ თავის არსებობის ისტორიაში ეს ტიტული პირველად მოუპოვა.

„მიხარია, რომ ჩვენ იმ ერთად-ერთი ტიტულის მოპოვებაც მოვახერხეთ, რომელიც აქამდე არ გვქონდა. მძიმე შეხვედრა იყო, რადგან „ჩიხურა“ დაცვაში ფრთხილად თამაშობდა. მატჩის ბოლოს მეტოქე დაწინაურდა და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მიხარია, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში მაინც მოვიგეთ და სუპერთასს დავეუფლეთ. პირდად ჩემთვის სასიხარულოა, გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანე. ასეთი რამ ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერას გაალამაზებდა. არ შემცდარვარ, „ტორპედოში“ რომ გადმოვედი – მსურდა ტიტულები მომეპოვებინა და ეს უკვე მეორედ შევძელით. ქუთაისში ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, ახლა კი – სუპერთასის მფლობელი“ – ამბობს კუტალია.