ლევან კობიაშვილი - ვცდილობთ, რომ ინფრასტრუქტურა მთელ საქართველოში მოვაწესრიგოთ ან თავიდან შევქმნათ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ვცდილობთ, რომ ინფრასტრუქტურა მთელ საქართველოში მოვაწესრიგოთ ან თავიდან შევქმნათ #1TVSPORT

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 35-ე საფეხბურთო სკოლაში „მარაკანას“ განახლებული სტადიონი დაათვალიერა და ინფრასტრუქუტურული პროექტების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

„ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ განახლებულ სტადიონზე ვიმყოფებით. ბოლო წლებში ფეხბურთის ფედერაცია ბავშვთა ფეხბურთს აქტიურად ეხმარება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვაწესრიგოთ ან თავიდან შევქმნათ ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაში იყო აღნიშნული სტადიონი წლების განმავლობაში, ახლა კი ფედერაციის დახმარებით ყველაფერი მოწესრიგდა. ასევე მადლობელი ვარ 35-ე სკოლის იმისთვის, რომ სკოლების კატეგორიცაზიის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, მათ სწორად გამოიყენეს და მოაწესრიგეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა განათება, გასახდელები და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ქართული ფეხბურთის განვითარებაში ინფრასტრუქტრურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და სპორტის ამ სახეობაში უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვას. ეს ყველაფერი კი, ჩვენთვის ამომავალი წერტილია, რაც უფრო მასობრივი იქნება ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში, წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი გაჩნდება. მიხარია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება გვაქვს, უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ რამდენიმე დასრულებულ პროექტს მოვინახულებთ“, – ამბობს კობიაშვილი.