ლევან კობიაშვილი - მასობრიობას და ჩართულობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ
ლევან კობიაშვილი - მასობრიობას და ჩართულობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, წელს მეორედ ჩატარდება საფეხბურთო ტურნირი „მამების თასი“.

„პეტრიაშვილი-არენაზე“ მიმდინარე ტურნირზე 8-12 წლის ბავშები მონაწილეობენ. თამაშის დროს გუნდში უნდა იყოს 2-2 გოგო და ბიჭი, ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს. ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა მაისურები, ბურთები და 13 ოქტომბერს გასამართი უეფას ერთა ლიგის საქართველო-ანდორის მატჩის ბილეთები.

გამარჯვებული გუნდი მამების თასით დაჯილდოვდება და საქართველო-ანდორის მატჩზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ გამოვა.

„ამ ტურნირით საქართველოში ფეხბურთის კვირეული დაიწყო. ის ფაქტი მახარებს, რომ წელს „მამების“ თასზე ბევრად მეტი მონაწილე და გუნდებია, ვიდრე შარშან. ჩვენ მასობრიობას და ჩართულობას დიდი ყურადღებას ვაქცევთ და ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ ახალი პარტნიორები შევიძინეთ“ – ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.