ლევან კობიაშვილი - იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი გაცილებით უკეთესი იქნება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი გაცილებით უკეთესი იქნება #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტრადიციული წლის დაჯილდოების (GFF Awards 2021) შესახებ ილაპარაკა და წლის საუკეთესოდ დასახელებულებს აღიარება მიულოცა.

„თითოეულ გამარჯვებულს წარმატება მინდა ვუსურვო და მივულოცო პრიზი, რადგან თითოეულ ნომინაციაში გამარჯვება აღიარებაა. ცხადია, ამავე დროს, ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვუსურვებ, რომ მომავალში უფრო და უფრო მეტი წარმატება ჰქონოდეთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული 2022 წელი წინაზე უკეთესი იქნება.

„მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო, 2022 წელი უკეთესი იყოს, რასაკვირველია, გვაქვს და ყოველთვის გვექნება. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ და ვმუშაობთ, რომ უკეთესები გავხდეთ. ამის იმედი მაქვს, რომ მომდევნო წელი გაცილებით უკეთესი იქნება“.