ლევან კობერიძე – ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მის შემადგენლობაშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის შეფასებით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მის შემადგენლობაშია.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძე მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანდოობის საკითხი პრობლემას წარმოადგენს.
„ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები მოგვაწოდა, რომლის ძირითად ნაწილს ვეთანხმები. კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში. ამ პროცესში მეტი წონა გადმოტანილი პარლამენტში უნდა იყოს და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, ეს იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტი, თუ მეათე. სასამართლო სისტემაში ჯერ რეფორმა უნდა ჩატარდეს და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს. შემდეგ კი, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა დაიწყოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სწორედ დროის გახანგძლივებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ალბათ, ეს ცოტა არაპირდაპირ გვითხრეს“, – განაცხადა კობერიძემ.