ლევან კობერიძე - შეხვედრაზე არც პრემიერ-მინისტრის, არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა, ვისაუბრეთ იუნისეფის კვლევაზე 
ლევან კობერიძე - შეხვედრაზე არც პრემიერ-მინისტრის, არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა, ვისაუბრეთ იუნისეფის კვლევაზე 

ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად, რათა მოსახლეობის ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა, რომელიც მმართველი გუნდისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, სწრაფად იყოს მიღწეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იყო განხილული იუნისეფის დღევანდელი კვლევის შედეგები.

„ვისაუბრეთ კვლევის შედეგებზე, რომელიც ეხება იმ მნიშვნელოვან თემატიკას, რაც არის ორიენტირი მოსახლეობის კეთილდღეობასთან მიმართებაში და შესაბამისად, იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად, რათა მოსახლეობის ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა, რომელიც მმართველი გუნდისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, სწრაფად იყოს მიღწეული”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს ლევან კობერიძის განცხადებით, შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იუნისეფის მონაცემებზე. დღევანდელ შეხვედრაზე არც პრემიერ-მინისტრის, არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.  შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მსჯელობა არ გამართულა.