ლევან იზორია - მომავალი წლები იქნება მზარდი დინამიკის როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით
ლევან იზორია - მომავალი წლები იქნება მზარდი დინამიკის როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით

მომავალი წლები იქნება მზარდი დინამიკის როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების, ასევე ნატო-სთან ურთიერთოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ ნატო-ს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვქონდა საინტერესო იდეები, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო ფართო გახდეს. ადეკვატური და პოზიტიური იყო პასუხი ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებაზე. მომავალი წლები იქნება მზარდი დინამიკის როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი გაწევრიანება ნატო-ში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია ჯეიმს მეტისს ბრიუსელში შეხვდა, სადაც ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრების დონეზე და ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

დატოვე კომენტარი