ლევან იოსელიანი - დღეს პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში იყო შეთანხმებული
დღეს ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში იყო დასმული და შეთანხმებული, ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას, – ამის შესახენ პარტია მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არც ერთი პუნქტი ამ შეთანხმებიდან არ დარღვეულა.
„ყველაფერზე ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ყველა დეტალი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული, აქ ყოფილიყო ასახული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.