ლევან გორგაძის გულშემატკივრებმა მხარდამჭერი შეძახილი არასწორად თარგმნეს
ოსაკაში, ჰარუ ბაშოზე, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) გულშემატკივრები მრავლად ჰყავს. მათ შორის არიან ადგილობრივებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ლევანი ქართულად გაემხნევებინათ, თუმცა მხარდამჭერი შეძახილის გადასათარგმნად “google translate” გამოიყენეს და “მიდი”-ს ნაცვლად “წადი”დაწერეს.
მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია. მომდევნო შეხვედრაში ქართველი სუმოისტი მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც იგი სულ სამჯერ შეხვედრია და ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე, იანვარში, წლის პირველი ბაშოს გამარჯვებული გახდა (14 გამარჯვება – 1 მარცხი) და იმპერატორის თასს დაეუფლა.